გიორგი ვოლსკი: „აგვისტოს ომის შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და "ანტისაოკუპაციო" ლოზუნგებსაც გაიძახიან“
07-08-2019, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ომის შედეგებზე პასუხისმგებელი პირები პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას ახლაც ცდილობენ.

 

 

"11 წელი გავიდა! გმირია ყველა, ვინც ამ ომში იბრძოდა, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა. 

 


სამხედროებთან ერთად ომის შედეგად დაიღუპა 228 ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქე, 1 747 დაიჭრა. დევნილების რაოდენობას კიდევ 30 000-მდე ადამიანი დაემატა, მათ ყველაფერი დაკარგეს!

 

 

ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და "ანტისაოკუპაციო" ლოზუნგებსაც გაიძახიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანების აყოლიებასაც ახერხებენ, ვისაც არ ახსოვს ეს მოვლენები:

 

 

1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;

 

 

2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;

 


3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;

 


4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;

 


5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;

 


6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს "ოპერაცია" და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;

 


7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;

 


8. "მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის" აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;

 


9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა.

 

 

კიდევ რა უნდა გააკეთონ რათა, სულ მცირე, "ანტისაოკუპაციო" მაინც აღარ უწოდონ მათ და "პროდასავლური" მათ პოლიტიკას?!" - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 1
#1   mano
      
აბა, ახლა ისიც მოგვახსენე შენ სად იყავი მაშინ.
7 აგვისტო 2019 05:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი