მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ონის მუნიციპალლიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დროისთვის არსებულ პრობლემურ საკითხებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ონელობა-2019“-ის დღესასწაულისათვის მზადების პროცესს.
️მერის განცხადებით, ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს თავისი თემის საუკეთესოდ წარმოჩენაზე, რათა მოხდეს მობრძანებული სტუმრებისთვის ღირსეული დახვედრის ორგანიზება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, „ონელობის“ დღესასწაული ყოველთვის გაიმართება აგვისტოს თვეში, იმისთვის რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს დღესასწაულზე დასწრების საშუალება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.