ახალგაზრდები სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების დეპარტამენტში დასაქმდნენ
07-08-2019, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში დასაქმდნენ.


ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა დაგროვილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.


„სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა. თქვენ იცით, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. სამინიტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს განსაკუთრებული როლი აქვს იმ სტანდარტებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელზეც ვმუშაობთ. თქვენი ახალგაზრდული შემართება ჩვენთვის არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენი უწყება არის ადგილი, სადაც თქვენ სულ სხვა მასშტაბით, სხვა ჭრილში დაინახავთ არსებულ გამოწვევებს, ასევე სხვა მასშტაბით გაიაზრებთ და საკუთარი შესაძლებლობებით ჩაერთვებით საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს. სამინისტროში მუდმივად ხდება ახალგაზრდა კადრების დასაქმება. 

 


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, სალომე გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ, გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც რიგითი მოქალაქისა და გარემოსდაცვითი მენეჯერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას მოხვდეს.


გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში დასაქმება კი, მას მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

 


სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბერაძე ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი