სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია და აქედან გამომდინარე ქვეყანაში ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს.
"შეიძლება ის ცალსახად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხი. პლუს ამას ემატება საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასები, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, ძალიან აინტერესებს და დააკონკრეტოს ყველამ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრებულია კონტროლი ფქვილის და ხორბლის ნაწილში.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ბირჟების ფასების შესაბამისად, ჩვენ ვფქირობთ, იმის საფუძველი, დღეს პური გაძვირდეს, იმიტომ, რომ უნდა გაძვირდეს ფქვილი, ნამდვილად არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს ფქვილის გაძვირების საფუძველი. დანარჩენი უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია", - აღნიშნა დანელიამ.
"იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ განაცხადა, რომ თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.
შაქრო ბაკურაძის თქმით, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.