სალომე სამადაშვილი: „ვხედავ, რომ „ტვ პირველი“ იქნება სამიზნე ივანიშვილისთვის უახლოეს კვირებში და თვეებში“
07-08-2019, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვხედავ, რომ „ტვ პირველი“იქნება სამიზნე ივანიშვილისთვის უახლოეს კვირებში და თვეებში - სალომე სამადაშვილი „ტვ პირველის“ მფლობელის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

 

 

„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს იმას, რაც ხდება ჩვენ გარშემო, ივანიშვილი ემზადება იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს უკვე საზოგადეობაში არანაირი მხარდაჭერა, მან შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის მისთვის სამოქმედო გეგმა, ასე ვთქვათ, სამოქმედო მაგალითი არის ის, რაც მოხდა რუსეთში, ანუ ის ამ მოდელით ხელმძღვანელობს და მან იცის ძალიან კარგად, რომ უნდა გაანადგუროს აუცილებლად ერთის მხრივ ალტერნატიული ბიზნესცენტრები ანუ ის ადგილი, საიდანაც შეიძლება წამოვიდეს რესურსები პოლიტიკური საქმიანობისთვის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის საინფორმაციო ველისმაქსიმალური კონტროლი და ამას აკეთებს ძალიან მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, ამიტომ მე არანაირად არ მიკვირს „ტვ პირველთან“ მიმართებაში ის, რაც ახლა ხდება, ეს არ არის პირველი იერიში, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად ის წერილი, რომელიც გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძემ, სადაც სწორედ ამ ტელეკომპანიაზე იყო საუბარი, რომ პირობა იყო პირდაპირ წაყენებული, რომ ტელეკომპანია  უნდა შეეცვალა სარედაქციო პოლიტიკა თუ ხაზარაძეს სურდა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შემწყდარიყო და სწორედ მის კავშირებზე ტელევიზიის მფლობელთან, ასე რომ, ეს ყველაფერი არის ერთი საქმე,  რომლის სხვადასხვა ეტაპებსაც ვხედავთ, ამიტომ, სამწუხაროდ, მე ვხედავ იმას, რომ „ტვ პირველი“ იქნება ივანიშვილის სამიზნე უახლოეს კვირებში და უახლოეს თვეებში, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა" , - განაცხადა სამადაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი