განა, კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რამ და ვინ მიიყვანა საქართველო რუსეთისთვის სანატრელ ომამდე, რომელიც წინასწარ წაგებული იყო?! - განა, ეჭვი ეპარება კიდევ ვინმეს, რომ ავანტიურისტი, პროვოკატორი და ქვეყნის გამწირავი "პრეზიდენტი", საქართველოს სამხედრო შესაძლებლობიდან გამომდინარე ზებირთვულ რუსეთთან ომს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოიგებდა?!
განა, ცხადია არ გახდა, რომ მოძალადე სააკაშვილს და სულგაყიდულ უახლოეს გარემოცვას, ჩვენი სამშობლო, მხოლოდ პირადი გამდიდრების საშუალებად მიაჩნდათ?! - განა, იმიტომაც არ მიდიოდნენ ყველაფერზე, მათ შორის, რუსეთის მიერ წლების წინ დაგეგმილ ომზე (დღესაც ამბობენ, აგვისტოს ომმა - "ამოსუნთქვის საშუალება მოგვცაო"?!), იმ იმედით, რომ დასავლეთი აგრესორ რუსეთს შეაჩერებდა და სააკაშვილის "გმირულად მებრძოლ" ნაცრეჟმს ხელისუფლებას შეუნარჩუნებდა?! - განა, რთული საპროგნოზო იყო, რომ იმავე 2008 წლის თებერვალში აშშ–სა და ევროკავშირის მიერ სერბეთის სახელმწიფოში შემავალი კოსოვოს ავტონომიური ოლქის „დამოუკიდებლობის აღიარებას“, რუსეთი აუცილებლად უპასუხებდა და ამისთვის "შესაბამის დროს და საბაბს თუ მიზეზს იპოვნიდა"?!
განა, ძნელი მისახვედრი იყო, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე, რეზოლუციაში ჩაწერილ წინადადებას, იმის თაობაზე, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატო–ს წევრი, რუსეთის უმწვავესი რეაქცია მოჰყვებოდა, რასაც უკვე ივნის-ივლისში რუს-ოსების მხრიდან გახშირებული პროვოკაციები ადასტურებდა?! - განა, ამის საპასუხოდ სააკაშვილს და მის ნაცრეჟიმს შესაბამისი პრევენციული ზომები არ უნდა განეხორციელებინა, რის შესახებაც გამუდმებით აფრთხილებდნენ დასავლეთის მეგობარი სახელმწიფოები?! - განა, უკვე აგვისტოს დასაწყისში, როცა ცხინვალის ოსი მოსახლეობა კონფლიქტის ზონიდან გაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, დანაშაულებრივი უმოქმედობა არ იყო ქართული მოსახლეობის "ჩატოვება" და ევაკუაციის გეგმის არ ამოქმედება, სააკაშვილის და მისი უპასუხისმგებლო გარემოცვის მიერ, რაც ხალხის სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია?! - განა, ყველა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არ იკვეთება სრული სურათი, რომ ავანტიურისტმა სააკაშვილმა და მისმა დამნაშავე გარემოცვამ რუსეთის კარგად მომზადებულ საომარ ავანტიურაზე წამოაგო ჩვენი ქვეყანა?!
განა, პროვოკატორმა, ავანტიურისტმა სააკაშვილმა არ იცოდა, რომ რუსეთს უკვე აგვისტოს დასაწყისისთვის შემოყვანილი ჰყავდა სამხედრო ნაწილები ცხინვალის რეგიონში და მიუხედავად ამისა, გასცა გაუაზრებელი, უგუნური ბრძანება (რა, რუსუეთის მიერ დაგებული "მახე ვერ დაინახა“(?!), - „რუსული ხაფანგი“, როგორც მას აშშ–ის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტცმა უწოდა!) და დაიწყო სამხედრო ოპერაცია „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, რითაც უსწრაფესად ისარგებლა რუსეთმა და "თითქოს საპასუხოდ შემოიყვანა" მრავალრიცხოვანი საჯარისო შენაერთები და 5 დღიანი ომის შედეგად, - განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია, მათი „დამოუკიდებლობის აღიარება“?!
P.S. როდესაც მტერი თუ მოყვარე სვამს კითხვას, - „ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი“, - ისტორიულად, პოლიტიკურად, სამართლებრივად სწორი და მართალი პასუხი გახლავთ: საქართველო რუსეთთან "ომს" საკუთარ ტერიტორიაზე (თუნდაც, კონფლიქტურში!) ვერ დაიწყებოდა! 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ პროვოკაციულად "დაგებულ ხაფანგში", რომლის მიზანი იყო საქართველოს 2 რეგიონის ოკუპაცია და მათი "დამოუკიდებლობის აღიარება", საქართველო "გაება" ("გააბა"!) ავანტიურისტი სააკაშვილის და მისი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო, რაც აგრესორი რუსეთის ინტერესებს სრულად პასუხობდა!! ადრე თუ გვიან, სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დამდგარი დამღუპველი რეალობის გამო, პოლიტიკურ, ისტორიულ და ადამიანურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან!!! მარადიული ხსოვნა, სულის ცხონება, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ ადამიანებს, ჩვენს გმირ მეომრებს!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე