დედაქალაქის მერმა ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო
07-08-2019, 21:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მუხათგვერდის ძმაა სასაფლაოზე მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 


კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით აღადგენს.

 


„2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილეებმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი