ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭალა-ბოხვაურის და სილაურის სოფლების მაცხოვრებლებისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გურიაში მიმდინარე წელს აშენდება 6 ამბულატორია. სამივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 ამბულატორიას. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთში.
მოსახლეობამ მთავარ საკითხად ჭალა-ბოხვაურში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სილაურში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზაზა გაბუნია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, სალქო ორგანიზაციის წევრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.