საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შეამკო და საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
დღეს აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ვაზიანშიც მიაგეს. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019-ის თანახელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯეისონ ბეიკერმა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირები გაიხსენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.