შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს
08-08-2019, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორ, I რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ასევე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ.

 

 

აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 (საზღვაო კაპრალი ზვიად ბარბაქაძე, საზღვაო კაპრალი თემურ ფიჩხაია, საზღვაო კაპრალი ზვიად დათუაშვილი, საზღვაო კაპრალი გიორგი ღვინჯილია, კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე) და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი