მამუკა ბახტაძე: „ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“
08-08-2019, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2008 წელი იყო ამის გაგრძელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელიპოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე შესაბამისი და სწორი აქცენტი არ ისმებოდა.

 

 

"ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ქართული მოსახლეობის დევნა დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. 2008 წელი იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს სამწუხაროდ ძალიან ხილული იყო. ისინი, ვინც ამ თემაზე სპეკულირებენ, აზიანებენ ჩვენო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში. ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. მინდა, მოსახლეობას მივმართო, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას", - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი