მიხეილ სააკაშვილი: „ვოლსკი არის რუსეთი КГБ-ს აგენტი, ის და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ“
08-08-2019, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვოლსკი და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ, - მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვოლსკიც და საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებიც პირდაპირ ახმოვანებენ  კრემლისა და პუტინის გზავნილებს. 

 

 

"ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი КГБ-ს. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი,ის არის პირდაპირი აგენტი რუსული სპეცსამსახურების, მაგრამ ვოლსკი მარტო ვოლსკი ხომ არ არის, მისი პირით ლაპარაკობს ივანიშვილი და რუსეთი.

 

 

მე, მიხელ სააკაშვილმა, არამხოლოდ არ მივატოვე საქართველო, როდესაც პირადად მე დამემუქრა პუტინი და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოცხალი დადის მას შემდეგ, რაც პუტინიო საჯაროდ დაემუქრა ჩამოკიდებით, მოკვლით და ასე შემდეგ. დაე, ჩამოვიდნენ, დაე, დამიჭიროს, დაე ჩამომკიდოს, დაე მომკლას, არასოდეს მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ, არასოდეს მოვაწერ ხელს მის დაშლას და ჩვენ მივაღწიე ისეთ ხელშეკრულებას,რომლითაც დაცული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

 

 

ეს ვოლსკი მაშინ იყო ხვრელში ეს ვირთხა და არარაობა და სხვა არარაობები, რომლებიც იქ იყვნენ, როცა ჩვენ ყველანი ყოველ წამს ვრისკავდით ჩვენს სიცოცხლეს და როდესაც  მას შემდეგ რუსეთი არ ჩერდება დაგანაგრძობს ქართველ გმირებზე შურისძიებას. უკრაინაში მოკლეს ის ინჟინერი, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს სამხედროებს.

 

 

ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი, სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისი გმირები.

 

 

ჩემი ყველაზე მთავარი იმედი არიან ქართველი ახალგაზრდები, შეუპოვარი,დაუდგრომელი, ზუსტად ეს არის ის თაობა, რომელიც ვერ გატეხა რუსეთმა 2008 წელს, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ბევრად უფრო პატრიოტად გაიზარდა და ბევრად უყვარს სამშობლო. ვოლსკი მსგავსი ადამიანების სამშობლო არის კრემლი მოსკოვში. ქართველი ახალგაზრდების სამშობლო არის საქართველო, მათ შორის აფხაზეთი და შიდა ქართლი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი