ერთი კითხვის დასმა ვცადე - მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული და მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა კითხვების დასმის უფლება, მაგრამ ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, - განაცხადა "ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
"იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ და არც მომჩივანი მხარე, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ყველაფერი, სავარაუდოდ, უკავშირდება ამ ტელევიზიას და არა პირადად მე.
კონკრეტულად, სასამართლოს თემებზე საერთოდ არ ვაპირებ საუბარს, ამაზე ჩემი ადვოკატი ისაუბრებს, მაგრამ ამ თემაზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სრული იდიოტიზმი, მე თუ მკითხავთ" , - განაცხადა მან.
როგორც ვატო წერეთელი ვარაუდობს, პროკურატურას მამამისზე ავთანდილ წერეთელზე უნდა საქმის აღძვრა, რის შემდეგაც მასზე მანიპულირებას შეეცდებიან.
"ჩემი აზრით, უნდათ ჩემს ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა, რის შემდეგაც შეეცდებიან ჩემზე მანიპულირებას“ , -განაცხადა ვატო წერეთელმა და დასძინა , რომ ტელეკომპანიაზე შემოტევებია მოსალოდნელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.