2019 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. ელჩმა ისაუბრა 11 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების შესახებ და მოწვეულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, მცოცავი ოკუპაციის, ხელოვნური ბარიერების გავლების, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში დარღვევის და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. ზურაბ პატარაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერაზე.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი აფლატუნ ამაშევი.
ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ქ. ბაქოს ქართული სათვისტომოსა და მას-მედიის წარმომადგენლები, ასევე გაიმართა ფოტო-გამოფენა და ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.