სააკაშვილი მალე უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება, - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "კიევ.პრესი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან იაცენიუკის ადგილას გადაინაცვლებს", - წერს გამოცემა.
გავრცელებული ცნობით, სააკაშვილის ოდესაში დანიშვნის მიზანი იყო გამოეცადათ მისი უკრაინის მთავრობაში სერიოზული ადგილის დაკავების სურვილი, რასაც "კიევ.პრესის" ინფორმაციით, სააკაშვილმა წარმატებით გაართვა თავი.
იმის შესახებ, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არსენი იაცენიუკი შეცვალოს, Facebook -ის საკუთარ გვერდზე უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პავლივიც წერს.
„სააკაშვილი არის შეერთებული შტატების საკუთრება. მას სუბიექტურობის მიზერული დონეც კი არ გააჩნია, რომელიც აქვს პეტრო პოროშენკოს. სააკაშვილი არის ვაშინგტონის ახალი პროექტი უკრაინაში. ის დიდი ალბათობით პრემიერ-მინისტრი გახდება და ამოუწურავ დასავლურ მხარდაჭერას მიიღებს“, – დაწერა პავლივმა.
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ იაცენიუკის დრო პრემიერის პოსტზე იწურება. სწორედ ამას უკავშირებს პავლივი ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე არსენი იაცენიუკის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ.
„იაცენიუკი რომ გაწირეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში იყო ცნობილი – გაწირეს პოროშენკოს სასარგებლოდ, ახლა კი თავად პოროშენკოს გაწირვა იგეგმება სააკაშვილის სასარგებლოდ. ეს არის ამერიკული რულეტკა უკრაინაში – უაზრო და დაუნდობელი“, – აცხადებს პავლივი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი ეროვნული ბანკის მმართველის პოსტს დაიკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.