სახელები და გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, - ასე მიმართა „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ გენერალურმა პროდიუსერმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
როგორც გრიგოლიამ განაცხადა, მან ზუსტად იცის, რომ „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი პროკურატურაში იმისთვის დაიბარეს, რომ არხი გააჩერონ.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მას მერე რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო „რუსთავი 2“, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ დიდი ხანი გამუშავებენ „რუსთავი 2“- ზე, სახელები და გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველანაირი გეგმის შესახებ, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“ ჩაიდეს ჯიბეში, იფიქრეს, რომ ბარემ აგვისტოა რა, ბარემ „ტვ პირველიც“ მივაყოლოთ, ახალი ალბათ არცეთი თქვენგანისთვის არ იქნება, რომ „ტელეკომპანია პირველზე“ იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ, ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, მაშინ, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მე ზუსტად ვიცი, რომ ახლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი რომ „ტვ პირველი“ გააჩერონ, მე მინდა გითხრათ, რომ ვერ გააჩერებთ! „ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.