2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა
09-08-2019, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე,  პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

 


სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ აშშ-ს, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლები.

 


ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომისა და 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან 11 წლის შემდეგ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. მხარეებმა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.  აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან  ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას.  მხარეებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების გავლების  ინტენსიფიკაციის გამო.

 

 

აღინიშნა, რომ ეს ქმედებები  აჭიანურებს კონფლიქტს და  ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას. განცხადებაში მხარეებმა  კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას - სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში. განცხადებაში პარტნიორმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების, განსაკუთრებით, მათი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების უფლების უპირობო მხარდაჭერა.

 

 

აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი,  ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა  მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მისცენ. განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერა და  მხარეებს ჟენევის დისკუსიებში ძალისხმევების გაორმაგებისაკენ მოუწოდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი