გიგა ბოკერია: „სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე, რადგან ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ ივანიშვილს ბინძურ კამპანიაში ეხმარება“
09-08-2019, 11:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე, რადგან ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ ივანიშვილს ბინძურ კამპანიაში ეხმარება, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

 

 

„სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე, რადგან ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ ივანიშვილს ბინძურ კამპანიაში ეხმარება. მაგალითად, ბოლოს თქვა, რომ 2008- ში რაც ვერ შეძლო რუსეთმა, 2012 - ში მოახერხესო, რაც ფუნდამენტურად არასწორი ნათქვამია, ეს არის არაკორექტული ჩვენი საზოგადოების მიმართ. გასაგებია, რომ რუსებს ივანიშვილის გამარჯვება შეიძლება უნდოდათ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ, მათ აირჩიეს ეს ხელისუფლება და გადაგვირჩიეს ჩვენ, ამას უნდა ვცეთ პატივი და ეს არ უნდა შევადაროთ სამხედრო აგრესიას. ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლებას აძლიერებს ქვეყნის შიგნით, მაგრამ 2012 წლის არჩევნები იყო დემოკრატიული არჩევნები, რომლებშიც ჩვენ დავმარცხდით და ქართულმა ოცნებამ მოიგო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი