ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის“,- განაცხადა ბრიფინგზე "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ.
"გამარჯვებული საქართველო" ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას არ ენდობა და მისი წევრები ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ.
„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარ გვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს რომ, ასო ვ და ასო შ, თურმე თავის დახრილობით და რაღაც ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული. ძალიან მტკივნეულია ეს, ბატონებო, ეს არის იმ ინსტიტუტის დასამარება, რომელსაც ერთად ვქმნიდით წლების განმავლობაში, ამ ექსპერტიზის ბიუროს, ვისი სახელიც ქვია, ლევან სამხარაული, ეს ახალგაზრდა კაცი ედგა სათავეში, ვთხოვდით ამერიკელებს და ევროპულებს, რომ ჩვენ გვქონოდა ეროვნული ბიურო, საამაყო ბიურო და ის მართლაც იყო საერთაშორისოდ აღიარებული და ძალიან ძლიერი რეგიონში. ამასაც ანგრევენ, ახლა სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ ეს დასკვნა მისთვის სავალდებულო არ არის, სამი დასკვნა უდევთ იქ, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა და შ-ც და ყველა ის განსხვავება ნახა.
ამით არაფერი არ მთავრდება, ეს ინსტიტუტებს აყენებს ძალიან დიდ დარტყმას, მაგრამ ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილ არის დაპატიმრებული- „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო და როდესაც მან გაუწია წინააღმდეგობა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჟურნალისტების ხელში მოქცეულიყო საკუთრების ის წილები, რომელიც პრაქტიკულად დღეს ქიბარ ხალვაშს და ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება ისევ, ამის გამოა ის დაპატიმრებული, ამას მოჰყვა ის, რომ დღეს „ტვ პირველს“ უტევენ, ამას მოჰყვა ის, რომ დააპატიმრეს 20 ივნისის ღამეს გულანთებული ახალგზარდები, რომლებმაც 21-ე საუკუნის ეროვნული მოძრაობა წამოიწყეს საქართველოში“, - განაცხადა კემულარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.