ლევან იზორია: „სწავლება მასშტაბით ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით გვაქვს“
09-08-2019, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თამამად  შეიძლება ითქვას, რომ  ეს სწავლება თავისი მასშტაბითა და  ფუქნციური დატვირთვით, ერთ-ერთი გამორჩეული სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში,“ -ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების, „Agile Spirit 2019“ დახურვის ცერემონიალზე გააკეთა. ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსასამხურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის  გაფართოება იგეგმება. 

 

 

„ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ მომავალი „მტკიცე სულის“ სწავლებების მასშტაბების  გაფართოებას, რომელიც, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე მის ფუნქციურ დატვირთვაშიც აისახება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლების მასშტაბი ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვასაზრისით აქვს. „დინამიკა ორიენტირებულია მომავლისკენ და ამ დინამიკით  ჩვენ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ სწორედ აქ, ერთი წლის წინ, ჩვენს მიერ გაცხადებულ სტრატეგიული მზადყოფნის მიდგომასთან, რომელიც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადების და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ დონეს გულისხმობს. ამ მაღალი ხარისხის მზადყოფნის შეფასების, მისი გაზომვის საფუძველს გვაძლევს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება,  რომელიც სიმაყით მინდა ვთქვა ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. სწავლების მთავარი გზავნილიც სწორედ არის „ძალა პარტნიორობაშია,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი