მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინის”, შპს "გუგას " კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ ავთანდილ ჩიკვილაძესთან.
️შეხვედრაზე განიხილეს სოფელ კვაშხიეთში შიდა საუბნო გზის და სოფელ ნიგვზნარაში სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხი.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.