ნიკა გვარამია: „ბინების მოპარვის ბრალდებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ!“
09-08-2019, 16:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბინების მოპარვის ბრალდებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ“, - განაცხადა „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

როგორც გვარამია აღნიშნავს, დაკითხვაზე კორუფციაზე საუბარი არ ყოფილა.

 

 

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ. კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა, ბოდვაა, ყველას გვესმის. ჯერ ერთი კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ გავლილი, ხელმოწერილი და საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, იმან არ იცის მართვის საკითხები.

 

 

მეორე, ასეთი კონტრაქტისთვის შეიძლება დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ - ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ.

 

 

მესამე, ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შუა წელიწადში, როცა ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან „ინტერმედიაზე“. ჩავსვი ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა შემოსავლებს, უნდა ეყურებინა. ზეწოლა იყო შემდეგი სახის: მათ შეეძლოთ იურიდიულად, რომ ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ შემდეგ წელს აღარ გაგიფორმებთ კონტრაქტსთქო. ეს რა თქმა უნდა, სამეწარმეო ზეწოლა იყო, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ჩემზე. მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამეტი. ზამთარში იმიტომ, რომ ზამთარში ყველაზე მეტი ფული გროვდება და აკუმულირდება.

 

 

მეორე და მთავარი ტყუილი, რაც პიარისთვის იყო გაკეთებული, რა თქმა უნდა, უთეთრესი ძაფებით ნაკერი, ეს იყო, ბინები რომ მოვიპარე. აქ, ამ ბრალდებას, რაღაცის მოპარვის ბრალებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი, რატომაა ეს ბრალდება? შეგნებულად, რომ მე ვითომ რამეს ვიპარავდი. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით იმიტომ, რომ ყველა საბუთი „ინტერ მედიიდან“ ამოღებული აქვთ, ის ხელშეკრულებაც და ვალის დახურვის ხელშეკრულებაც და მთავარი, ვიყავი დაკითხვაზე და თუ ეს იყო ფუნდამენტური საკითხი ბრალის, ხომ უნდა ეკითხათ ჩემთვის? აბსოლუტურად არ ყოფილა ამაზე საუბარი, ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი, საპიარო საქმე. ახლა ვინ იცის პიარი უკეთესად, მაგას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ.

 

 

მე არ ვიცი, თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მათ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე. რატომ და როგორ, ამას ვიტყვი შვიდ საათზე“, - განაცხადა გვარამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი