ხელისუფლებაში დიდი წმენდა იწყება, – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თამარ ბერუჩაშვილი და თეა წულუკიანი.
“2016 წლის თებერვალში, მაშინ, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, მის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, საპარლამენტო ლიდერის პოსტიდან წასვლას აპირებს დავით საგანელიძე და მას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნავენ. კოვზანაძე კი დაიკავებს იმ ახალი უწყების ხელმძღვანელის პოსტს, რომლის კანონსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საგანელიძეს კი, სავარაუდოდ, გია ვოლსკი შეცვლის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს მთის მინისტრად დანიშვნის სურვილი აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს თამარ ბერუჩაშვილი. ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამის შესახებ არაფერი იცის.
“უკვე მერამდენე ინფორმაციაა. არაფერი არ ვიცი ამის შესახებ”, – განაცხადა დანელიამ. კითხვაზე, იყო თუ არა მთავრობის მეთაურთან ამ თემაზე საუბარი, ან საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი საუბარი არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.