ჩვენ დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, - განაცხადა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.