ბექა ბასილაია: „კორუფციის ეჭვი აქ ობიექტურად არ შემოდის, აქ პროკურატურა ცდილობს აი, ამ ბინების გამოჩენით ფონი შექმნას, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს იყო სრულიად ლეგალური კონტრაქტი“
09-08-2019, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორუფციის ეჭვი აქ ობიექტურად არ შემოდის, აქ პროკურატურა ცდილობს აი, ამ ბინების გამოჩენით ფონი შექმნას, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს იყო სრულიად ლეგალური კონტრაქტი, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, პროკურატურა მოქმედებს, როგორც პიარ-ორგანო და აღნიშნულ საკითხს ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

 

„პროკურატურის განცხადებიდანვე იკვეთება, რომ ამ საკითხზე სამართლებრივ შეფასებას არ აძლევენ, მაშინ რატომ მოხდა ამ საკითხზე ხაზგასმა პროკურორის მხრიდან ბრიფინგზე? იმიტომ, რომ პროკურატურა მოქმედებს, როგორც პიარ-ორგანო, როგორც პროპაგანდისტული ორგანო და ამ საკითხს არანაირი შემხებლობა იმ ბრალდებასთან, რის წარდგენასაც ნიკა გვარამიასთვის აპირებენ, არანაირი კავშირი არ გააჩნია, ანუ ის, რომ ერთმა კომპანიამ ერთ პირს გადასცა ბინები, სასესხო ვალდებულებების სანაცვლოდ, აქ შეუძლებელიც კია რაიმე კრიმინალზე საუბარი.

 

 

„რუსთავი 2“ მანამდეც, ვიდრე ნიკა გვარამია გახდებოდა მისი გენერალური დირექტორი, და სხვა კომპანიებიც, რომლებთანაც გვარამიას შემხებლობა არ ჰქონია, იყვნენ „ინტერმედიას“ კლიენტები, მათ შორის, სულ რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „იმედიც“ უკვეთდა „ინტერემედიას“ სარეკლამო დროის გაყიდვას. „ინტერმედია“ ეს არის რეალური კომპანია, რომელიც სარეკლამო დროის გაყიდვით არის დაკავებული სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებზე და არის წარმატებული, ბაზარზე დამკვიდრებული კომპანია. კორუფციის ეჭვი აქ ობიექტურად არ შემოდის, აქ პროკურატურა ცდილობს აი, ამ ბინების გამოჩენით ფონი შექმნას, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს იყო სრულიად ლეგალური კონტრაქტი“ , - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი