საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან ცუდია“, განაცხადა ჟურნალისტმა ალექსეი ბენედიქტოვმა ტელეარხ „НАШ“ -ზე გასულ გადაცემა "Гордон“-ში.
„თავთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, ძალიან მძიმედ დადის, დაუგროვდა ბევრი დაავადება - ნუ, ის 88 წლისაა. ბოლო ორი წელიწადი - ძალიან ცუდად არის. უკვე 6 თვეა საავადმყოფოში ცხოვრობს“, განაცხადა ბენედიქტოვმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
მან დაამატა, რომ ყოფილი საბჭოთა ლიდერი დროდადრო მას რესტორანში შეხვედრას სთავაზობს, რაზეც იგი უარს ვერ ეუბნება.
„ჩვენი ექიმის რეკომენდაციით, ვსვამთ ლუდს, და მიხეილ სერგის ძე ახლა სვამს ლუდს. ადრე არაყს ვსვამდით“, აღნიშნა ბენედიქტოვმა.
გარდა ამისა, როგორც მან დასძინა, გორბაჩოვი პლანშეტის და სმარტფონის მეშვეობით თვალყურს ადევნებს ახალ ამბებს. ექსპრეზიდენტამდე ასევე მივიდა ინფორმაცია სერიალ „ჩერნობილზე“, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით, მან არ უყურა, რადგან ეს „მძიმეა მისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.