დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, 16 დაკარგულად გამოცხადდა და მილიონზე მეტი იძულებული შეიქნა თავიანთი სახლები მიეტოვებინა ჩინეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანას ტაიფუნი „ლეკიმა“ დაატყდა თავს.
ქარიშხალი თავდაპირველად „სუპერ ტაიფუნად“ მონათლეს, მაგრამ თავსხმა წვიმის წამოსვლამდე იგი ოდნავ შესუსტდა, თუმცა ამ დროსაც კი ქარის სიჩქარე 187კმ/სთ-ს აღწევდა.
როგორც BBC იუწყება, ვენზოუში კაშხალი გაინგრა და საბედისწერო მეწყერი ჩამოწვა.
ახლა ტაიფუნი „ლეკიმა“ ჩრდილოეთ პროვინცია ზეძიანგისკენ მიემართება და მოელიან, რომ იგი ჩინეთის ფინანსურ დედაქალაქ შანხაის დაატყდება თავს, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები წყალდიდობის შედეგად გზებზე ჩარჩენილ მძღოლებს დახმარებას უწევენ. სტიქიის ზონაში წაქცეულია ხეები და გათიშულია ელექტროენერგია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.