ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უბისას მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
18-08-2015, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში, უბისას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ჯუანშერ ბურჭულაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში - აჰმედ აივეიდა გაეცნენ.


რეგიონული განვითარების პროექტის  მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ადგილობრივი  მოსახლეობა, რომელთაც ტურიზმის განვითარების შედეგად გაუუმჯობესდებათ სოციალური მდგომარეობა, და რეგიონში ჩასული ტურისტები, რომელთაც შესაძლებლობა  ექნებათ, გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნონ  იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ  ძეგლების მიმდებარედ გამართული ინფრასტრუქტურით.


მიმდინარე პროექტით გათვალისწინებულია: საინფორმაციო ცენტრის, საპირფარეშოების, ავტოსადგომის და მისასვლელი გზის მშენებლობა.  ამ დროისთვის, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ადგილზე დასაქმებულია 20-მდე ადამიანი.  პროექტის  ღირებულება 1 300 000 (1 320,159) ლარზე მეტია. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში.

 

 

უბისას მონასტერს ასევე ესაჭიროება რესტავრაცია, რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტით. ამჟამად,  საკონსერვაციო-სარესტავრატაციო სამუშაოების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი