პაატა ბურჭულაძე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილის მონებს და მათ „საგმირო“ საქმეებს ვინც ამხელდა და ამხელს, ყველა უნდათ რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ“.
„რა იმიჯს უქმნიან ქვეყანას ეს მართლა მოღალატეები, ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც აკრიტიკებს უნდათ, რომ თაღლითად და ქურდად გამოაცხადონ. მთავარია, პროკურატურამ ბრიფინგი გამართოს და ბინძური ჭორები გაავრცელოს. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, ნეტა თუ დარჩა ვინმე, ვინც ვერ ხვდება სინამდვილეს? ერთ-ერთი პირველი ხომ მე ვიყავი, ვისაც ფონდ „იავნანას“ უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს. განა დაიჯერეთ ვინმემ? მაშინ რომ ყველას ხმა ამოეღო იქნებ არც მისულიყო აქამდე საქმე... ივანიშვილის მონებს და მათ „საგმირო“ საქმეებს ვინც ამხელდა და ამხელს ყველა უნდათ რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ. „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია პირველ რიგში, ამ მართლა თაღლითებმა, სააშკარაო მხილება ვეღარ აიტანეს და მისდგნენ. ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე! ან პატიმრობა ან სიმართლე და თავისუფლება! დღეს რაც არ უნდა მოხდეს, შენ მაინც გამარჯვებული ხარ, ბოლომდე ჩამოხადე ნიღაბი, რაც მანამდე აკეთეს, შენი ძალისხმევით ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!“ - წერს პაატა ბურჭულაძე „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.