სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ გაიმართა
11-08-2019, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, წყნეთში სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ აღინიშნა.

 


„წყნეთობის“ ტრადიციის მიხედვით, ზეიმის ძირითადი ნაწილი ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრს ეთმობა, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

 


გარდა ამისა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო ქიმიური ლაბორატორიის შოუ, რობოტის შოუ, ილუზიონისტის წარმოდგენა. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ტერიტორიაზე მოქმედებდა სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი.

 


„წყნეთობა 2019“-ს ადგილობრივებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდა.

 


„ძალიან მიხარია, რომ სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. ვაკის რაიონის გამგეობა კი ხელს უწყობს, რომ ეს დღე წყნეთელებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. „წყნეთობას“ სპორტული აქტივობის - ჭიდაობის გარდა, ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენის ორგანიზება და გასართობი კუთხის მოწყობა ხდება. დღესაც, ეს დღესასწაული შედგა“, - განაცხადა ვაკის რაინის გამგებელმა.

 


სახალხო დღესასწაული „წყნეთობა“ 1997 წლიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით აღინიშნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი