ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
ახალქალაქის მერიის ცნობით, უკვე ჩატარდა სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს ეწვივნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფ. თოთხამში აღნიშნულ პროგრამით აშენდა საბავშვო მოედანი და შეკეთდა ხიდი.
სოფ. კორხში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კლუბის შენობის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
სოფ. მაჭადიაში, მეზობელ სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე ასფალტი დაიგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.