მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა და პრობლემების მყისიერად, ცენტრალიზებულად გადაჭრა – ეს არის მთავარი, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ინტენსიურად ხვდებიან.

ამ მიზნით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები შოთა ხაბარელი და სავალან მირზოევი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ქვემო ქართლში „სოფლის ექიმის“ პროგრამის კოორდინატორი ნინო ქოქოსაძე სოფელ მარტყოფის, სააკაძისა და სართიჭალის მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ და პირადად მოისმინეს მათი საჭიროებები.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, მოსახლეობასთან შეხევდრისას ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასწრაფო–სამედიცინო ცენტრების მშენებლობა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია–მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდება.

მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში არსებულ სიახლეებს, კონკრეტულად მთავრობის ინიციატივას, რომელიც პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებისთვის 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი მოსახლეობას, სახელმწოფოს მხრიდან თანადაფინანსებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, 783 პროექტი ხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 245, 117, 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულება მიმდინარეობს.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.