[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გიორგი ანწუხელიძის ქმედება, ნაბიჯი, საქართველოსთვის, ყველა ქართველისთვის არის სამაგალითო, ასეთი გმირი გვყავს ძალიან ბევრი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავთან განუცხადა.
"მან ისეთ ვითარებაში გამოავლინა გმირობა, მტრებით გარშემორტყმულმა, რომ ყველაფერი, რაც კი ქართველ კაცს ეამაყება, რაც მის სულში, საბრძოლო გამოცდილებასა და სულის უტეხობაში იყო, სწორედ იმ დღეს გამოვლინდა. ჩემი აზრით, ის გარკვეულწილად საქართველოს სიმბოლოც არის. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველა გმირი", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სხვა გმირებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელი თაობებს უნდა გადავცეთ.
"მისი ქმედება, ნაბიჯი, საქართველოსთვის, ყველა ქართველისთვის არის სამაგალითო, ასეთი გმირი გვყავს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ომებში საბრძოლო გამოცდილების მატარებელი. აქედან გამომდინარე, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ჩვენ სერჟანტთა სკოლას მისი სახელი ვუწოდეთ და ახლა სერჟანტები, რომლებიც ამთავრებენ ამ სკოლას, სიამაყით ატარებენ სერჟანტის სახელს, რადგან სკოლა არის გიორგი ანწუხელიძის სახელობის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
2008 წლის ეროვნული გმირი, გიორგი ანწუზელიძე დღეს 31 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ირაკლი ალასანიასთან ერთად მისი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძეც იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.