დღეს შინდისის ბიჭების ტრაგედიიდან ზუსტად 11 წელი გავიდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, ვიცე-მერი ზურაბ მაისურაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ შინდისში დაღუპულთა მემორიალზე იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.
"11 წლის წინ ღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულის ბიჭები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ მოტომსროლელთა ასეულთან, ერთსაათიანი განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად 17 ქართველი მებრძოლი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ზუსტად ამ ადგილას მოკლეს ეს პირტიტველა ბიჭები, დიდება და პატივი ჩვენს გმირებს"- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შინდისის გმირების მემორიალზე რამდენიმე წლის წინ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა ახალაძის ინიციატივით წყალტუბოს ხეივანი გაშენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.