„ქალაქ თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს!“
12-08-2019, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს! ბატონებო! გილოცავთ, დიდგორობას! მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორში მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება! ამიტომ, სრულიად სამარცხვინოდ, ანტიეროვნულად მიგვაჩნია ის ქმედება, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას მოძალადე ნაცრეჟიმმა იკადრა და დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლი რესპუბლიკის მოედნიდან ქალაქის გარეუბანში გადაიტანა! დიდი იმედი გვქონდა, რომ ნაცბანდის მიერ ჩადენილი ეს უსამართლობა და უმსგავსობა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოსწორდებოდა! მაგრამ, მალე მეშვიდე წელი სრულდება, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და დავით აღმაშენებლის ძეგლი ისევ იქ დგას, სადაც ნაცებმა "გააძევეს"! არ გვინდა ვიფიქროთ, რომ თქვენც ისეთივე არაპატრიოტები ხართ, როგორიც ნაცმოძრაობა იყო, ამიტომ გთხოვთ, გააკეთეთ ის, რაც ჯერ კიდევ 7-6 წლის წინ უნდა გაგეკეთებინათ, ანუ - სასწრაფოდ დააბრუნეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში! ჩვენის მხრივ გირჩევდით, რომ ეს წელსვე, 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე განახორციელოთ, ან მომავალი "საარჩევნო" წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს!.. გაითვალისწინეთ, თბილისელებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი ამბავი, რაც თქვენდამი ნდობის ამაღლებას შეუწყობს ხელს!.. რაც შეეხება ტერიტორიას, თუ სად უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია (მრავალი თვალსაზრისით: პოლიტიკური, კულტურული და სხვა!) დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა, ვფიქრობთ, რომ ზუსტად შესაფერისი ადგილია, დავით აღმაშენებლის გამზირის (ყოფილი, პლეხანოვი) შუაში მდებარე მოედანი, რომელსაც დავით აღმაშენებლის მოედანი დაერქმევა (ამჟამინდელი, კოტე მარჯანიშვილის მოედანი)! ბატონებო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი ამ გადაწყვეტილებით არანაირი ჩრდილი არ მიადგება დიდ ქართველ რეჟისორს კოტე მარჯანიშვილს, რადგანაც მისი სახელობის თეატრი, ქუჩა და მეტროპოლიტენის სადგურია თბილისში, რაც სრულიად საკმარისია მისი სახელის უკვდავსაყოფად!!! პატივისცემით, თბილისელების მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახელით,

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი