ჰონგ-კონგში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეტაკებები ჰონგ-კონგის ერთ-ერთ პარკში აქციის მონაწილეების შეკრებით დაიწყო, მათ გზა ბარიკადებით გადაკეტეს, რის შემდეგაც ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა ცრემლსადენი გაზის საშუალებით სცადეს.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ჩანს როგორ სცემენ ხელკეტებით პოლიციელები ესკალატორზე მდგომ ხალხს.
შეტაკებების შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ოფიცრებიც.
ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჰონგ-კონგში, რომელიც ხშირად შეტაკებებით სრულდება, 9 კვირის წინ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.