"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს.
"ეს არის გარკვეულწილად მათი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ამიტომ, მიზანმიმართულად უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენს შეიარაღებას, სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და ვაძლიერებდეთ ეკონომიკას", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოს მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი.
"არ არის აუცილებელი, რაღაც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის მზად ვიყოთ და თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ამ ქმედებებს შეფასებები მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ევროკავშირიდან, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის ერთი მხარე.
"მთავარია, ჩვენ მიზანმიმართულად განვავითაროთ ჩვენი თავდაცვა და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ. სამწუხაროდ, დღეს ეს სიმპტომები ჩვენს ქვეყანაში არ არის, ამიტომაც არის აუცილებელი სწორი ეკონომიკური გეგმის არსებობა", - აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.