თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელში ვიზიტად იმყოფება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი იერუსალიმის მერსა და ებრაელ ინვესტორებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს ფორუმი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენები სპეციალურად ამ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. თბილისის მერმა პირველი შეხვედრა ჰაიტეკის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო. დავით ნარმანიამ ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ქართული დელეგაციის ებრაელ ინვესტორებთან შეხვედრას. ბიზნეს-ფორუმზე ქართულმა მხარემ საქართველოს ბიზნესპოტენციალის შესახებ ისაუბრა და სხვადასვა პროექტის პრეზენტაცია გამართა.
იერუსალიმის მერთან შეხვედრისას იერუსალიმის მერი ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა. ორი ქვეყნის დედაქალაქების მერების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათი განცხადებით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაპირდა.
„ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას, პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორის იციკ მოშეს განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა ორმხრივი ურთიერთბის ახალ ფორმატს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კომპლექსურ თანამშრომლობას. იციკ მოშეს თქმით, ბიზნეს-ფორუმის შემდეგ საქართველოში ებრაული ინვესტიციით მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას ელოდება.
დღის ბოლოს დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს ხილიკ ბარს შეხვდა, რომელიც ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. თბილისის მერმა ხილიკ ბარისგან მხარდაჭერა მიიღო. დაიგეგმა ქნესეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.