ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ია კიწმარიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილი ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას სასამართლოში ედავებოდა.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეროსი ამას 2009 წლიდან დაობდა, ამას მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი პრესკონფერენცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა, და თუ ვინმეს უნდა, სიმართლე გაიგოს, შეუძლია, მოუსმინოს და გაიგოს, რა ხდებოდა „რუსთავი 2“ - ის და ეროსის გარშემო.
მე მომეცა სამართლებრივი უფლება, კომპანია „პანორამას“ და ქიბარ ხალვაშს მოვთხოვო ჩემი კუთვნილი წილი, დღეს მე აქ ვარ სწორედ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჩემთვის გახდა ცნობილი და მე როდესაც გავაჟღერე საინფორმაციო საშუალებებში, მხოლოდ შემდეგ დაადასტურა ბატონმა ქიბარმა.
დიახ, ის გეგმავს გაასხვისოს და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს, პირადად მე, ვაპირებ, რომ მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო თუ იქნება ეს სტრასბურგი, მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ“, - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.