პაატა სალია: ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 200 ათას ლარში გაუქვითა „ინტერმედიას“
12-08-2019, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, გააფორმა ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში გაუქვითა მთელი საარქივო მასალა, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 1994 წლიდან 2019 წლამდე, რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან გამოყენების, გასხვისების უფლებით, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს ქიბარ ხალვასის განცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

 

სალიას განცხადებით, არქივი ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე მინიმალურ ფასში ხდება გაქვითვა.

 

 

“ამ ფასში ხდება უნიკალური საარქივო მასალის გაქვითა, რომელიც იყო მხოლოდ „კურიერის“ საკუთრება. დღეს ეს არ არის „რუსთავი 2“-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, საუბარია „ინტერმედიაზე“, მოიაზრება ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. ძალიან საინტერესოა, რატომ დადო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამგვარი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს, რომელშიც, ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე სავარაუდოდ, მისი ინტერესიც იკვეთება“, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები: 1
#1   mano
      
ყოჩაღ ნიკა! წინასწარ გაგითვლია და მოგისვამს ეს ნაძირლები ცარიელზე. wink
12 აგვისტო 2019 11:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი