„რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და ქიბარ ხალვაშის ყოფილმა ადვოკატმა, პაატა სალიამ.
მისი განცხადებით, არხის მფლობელი არხის გაყიდვის გადაწყვეტილებამდე კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა მდგომარეობამ მიიყვანა.
„ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა მდგომარეობამ, რაც გამოწვეულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, მტკიცებულებები და დასკვნები, საბოლოოდ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია გვექნება იმ აუდიტორიული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ვინაიდან კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის“ , - განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება და ხალვაშმა აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამისთვის მიიღო.
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და „რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება“ , - განაცხადა პაატა სალიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.