ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის (BWC) ექპერტთა პირველ შეხვედრას (MX1) თავმჯდომარეობა გაუწია.
ექსპერტთა პირველი შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა თანამშრომლობა და დახმარება, განსაკუთრებული ფოკუსი კი გაკეთდა მეათე მუხლის ქვეშ თანამშრომლობისა და დახმარების გაძლიერებაზე.
ვიქტორ დოლიძემ, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მადლიერება გამოხატა მისი თავმჯდომარედ მოწვევისთვის. მან დამსწრე საზოგადოებას სამუშაო დღის წესრიგი გააცნო, რის შემდეგაც წევრ სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილეს.
კონფერენციის დასრულებისას დამტკიცდა 2019 წლის ექსპერტთა შეხვედრის ანგარიში. 2019 წლის ექპერტთა პირველ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 91-მა დელეგაციამ.
ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის შეხვედრები 28 ივლისიდან 10 აგვისტომდე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ექსპერტთა ხუთი შეხვედრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.