„ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ქიბარ ხალვაშს კი ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს, ის უკვე მეორედ მონაწილეობს „რუსთავი 2“- ის განადგურებაში“ - დავით დვალის პირველი კომენტარი ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე
12-08-2019, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნათელი გახდა, რომ ოცნების ხელისუფლება დაადგა ზუსტად იგივე გზას ამ კვალის აბნევით, მფლობელების ცვლილებით, რაც თავის დროზე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებელმა დავით დვალმა „ტვ პირველის“ ეთერში ქიბარ ხალვაშის განცხადების კომენტირებისას.

 

 

„მინდა, ვუთხრა კონკურსში მონაწილეებს, რომ არანაირად არ გამოვა, ისინი გამოვიდნენ კეთილსინდისიერი მყიდველები, ეს საქმე არის დავაში, ია კიწმარიშვილი აპირებს დავას და მე და ჯარჯიც არ შევეგუებით იმას, რომ რაღაც შუალედურ რბოლამდე ჩამოვიდა მფლობელების ჯაჭვში  „რუსთავი 2“ და ჩაითვალოს, რომ სამართლიანობა აღდგენილია.

 

 

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ვთვლით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისევე უკანონოდ მიიტაცა ეს ტელევიზია, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა დვალმა.

 

 

ის დარწმუნებულია, რომ არხის მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია და გამოცხადებული კონკურსი მხოლოდ ფორმალობაა.

 

 

„მე მგონია, რომ მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია და ეს ე.წ. კონკურსი არის ფორმალობა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა გაკოტრების სქემაც შეიძლება გამოვრიცხოთ, გაკოტრება არის ბოლო, რაზეც ხელისუფლება წავა „რუსთავი 2“ - თან დაკავშირებით.

 

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ამერიდებინა თავი ქიბარის მიმართ პრეტენზიის გამოთქმისთვის, რადგან მესმის, რომ ეს გადაწყვეტილებები სხვაგან და სხვა დონეზე მიიღება, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, დღეს მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს ქიბარ ხალვაშს უკვე მეორედ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით, ის უკვე მეორედ მონაწილეობს „რუსთავი 2“ - ის განადგურებაში", - განაცხადა დავით დვალმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი