უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. როგორც მესტიის მერი აცხადებს, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ახლო მომავალში კი, საკითხზე სამსჯელოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთობლივად შეხვდებიან.
აქცია, კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით უშგულში გუშინ ჩატარდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, ივლისის ბოლოს უშგულის თემის სოფელ მურყმელში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა.
ადგილობრივები იმ პრობლემების მოგვარებასაც მოითხოვენ, რომელიც რამდენიმე წელია მათ საფრთხეს უქმნის. როგორც ისინი აღნიშნავენ, ტერიტორია ზვავსაშიში ზონაა და აუცილებელია ზვავამრიდების დამონტაჟება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.