საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთში განუცხადა, სადაც ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტს კახა ებრალიძეს ხვდება.
როგორც მერაბ ჟორდანიამ შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს.
"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას", - აღნიშნა მერაბ ჟორდანიამ.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, რამდენიმე დღის წინათ ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემაც გამოხატეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.