მამუკა ბახტაძე: „რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი“
13-08-2019, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებას სამი ძირითადი მიზანი აქვს:

 


„ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ათვისება; მეორე – შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო; მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის ეფექტიანი საშუალება, რომ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ, ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს საშუალება, შექმნას მეტი დოვლათი, მეტი სამუშაო ადგილები და გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი. ჩვენ ამისთვის გვჭირდება მასშტაბური ინვესტიციები. საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე.

 

 

მან ყურადღება მხოლოდ ორ პროექტზე გაამახვილა - რიკოთის უღელტეხილი და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

 

 

„მე დღეს მხოლოდ ორ მათგანზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. პირველი ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო – ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ძალიან ბევრი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და აუცილებლად გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში. დღეს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, ზაფხულის პერიოდია და უწევთ გადაადგილება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, ყველას შეუძლია, თავისუფლად დაინახოს, როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.

 

 

მეორე – რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი