„მთვარია, ვის ექნება ოქროს გასაღები, საყურადღებოა ხაზარაძის გეგმები“ - ხუხაშვილი 2020 წლის არჩევნებზე „ოცნების“ ოპტიმიზმს არ იზიარებს
13-08-2019, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიციური მთავრობის შექმნა გაივლის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. პოლიტოლოგი მმართველი გუნდის წევრების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.

 

 

ხუხაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" პარტნიორად რჩება "პატრიოტთა ალიანსი", რაც იქნება მმართველი პარტიის მხრიდან პრორუსულობის ღია განაცხადი.

 

 

„ქართული ოცნების ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ ნამდვილად იმიტომ, რომ ისინი არიან დეგრადაციის პროცესში. ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ჯერ ჯერობით ერთადერთი პარტია  რომელთან ალიანსის კულტურები შეიძლება გამოიკვეთოს ეს არის პატრიოტთა ალიანსი. მაგრამ „პატრიოტთა ალიანსთან“ ღია თანამშრომლობის დაწყება „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან მძიმე დარტყმა სულ სხვა მიმართულებით. გასაგებია რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე არც აკეთებს აქცენტებს, ისინი არ ფიქრობენ არჩევნების მოგებას, ფიქრობენ არჩვენების ყიდვას. ანუ რესურსების მონოპოლიზაციას  მთლიანად, როგორც ფინანსური ნაკადების ასევე ადმინისტრაციული. შეეცდებიან რა თქმა უნდა რომ ეს ორ პოლუსიანობა შეინარჩუნონ. რაც ამ ორ პოლუსიანობას ანგრევს მთლიანად და სრულიად ახალ რეალობაში გადავყავართ, ახალი პოლიტიკური ცენტრების გაჩენაა. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო არის მამუკა ხაზარაძის გეგმები და ახლა ვის ხელში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში ოქროს გასაღები ძნელი სათქმელია" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

 

 

Rustavi 2

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი