ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე უძღვებოდა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელმა ილია ყუფარაძემ 2020 წელს ხონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყველა პროექტი , რომელთა განხორციელებაც იგეგმება.
"2020 წლის ძირითადი პრიორიტეტებია საგზაო ინფრასტრუქტურა, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სტიქიის პრევენცია, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება. ჯამში, საამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. გვინდა თადარიგი დავიჭიროთ. თქვენი, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლების, ინფორმირებულობა მიზნად ისახავს პროექტების ეფექტურად განხორციელებას" , - განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.