„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი მხოლოდ კონსპირაციების თეორიების შეთხზვით არის დაკავებული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
მისივე თქმით, მთავრობა უფრთხილდება იმ მონაპოვარს, რაც არის მედიის თავისუფლება და პლურალიზმი.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული და არაფერი სხვა რამით. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გუშინ მოვისმინე. მინდა გავაკეთო აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანზე, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს არის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება. აქ არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი“ , - განაცხადა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.