მამუკა ბახტაძე: „ქართული ოცნება" არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან
13-08-2019, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება" არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან; ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, აბსოლუტური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი მომავალი არჩევნების შემდეგ. 

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ ქართველი ერის გადასაწყვეტია, რომელიც საკუთარ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირებს. 

 

 

"სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. ერთ წელზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი. სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან ვისმენთ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიტიკური ზღაპრები",- აღნიშნა პრემიერმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი